იმერეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იმერეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 31 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა.
ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში გამოვლინდა. იმერეთის
საავადმყოფოებში 1 007 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 246
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49
პირი. კლინიკურ სასტუმროებში 85 პაციენტია.
საკარანტინე სივრცეებშია 68
მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 3 644 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1 527 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 282 პირი. ვირუსით 24
პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები