იმერეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ შიდა ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 446 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 114 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 12 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 204 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 496 პირი. გარდაიცვალა 14 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *