იმერეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 285 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 82 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 3 პაციენტია. თვითიზოლაციაშია 633 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 320 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *