იმერეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 278 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 72 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 9 პაციენტია. თვითიზოლაციაშია 664 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 409 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *