ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 360 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 50 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 265 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 70 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 11 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 688 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 119 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *