ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 673 ახალი

შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 58 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 277 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 70 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 7 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 1079 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 268 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 273 167-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *