იმერეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. 

იმერეთის საავადმყოფოებში 356 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 63 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8 პირი. თვითიზოლაციაში 942 ადამიანია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 526 პირი. გარდაიცვალა 6 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *