ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა

დადასტურდა, აქედან იმერეთში 72 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 396 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 82 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 082 მოქალაქე. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 632 პირი. გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 282 869-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *