ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 562 ახალი

შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 136 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 549 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 160 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 790 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 490 პირი. გარდაიცვალა 30 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *