ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის

1 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 113 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 539 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 158 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 613 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 302 პირი. გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *