ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის

1 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 103 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 542 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 158 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 583 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 603 პირი. გარდაიცვალა 21 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *