ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის

388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 24 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 537 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 161 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 586 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1357 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *