საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 056

ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 103 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 536 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 173 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 527 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 071 პირი. გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *