საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

1 233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 126 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 480 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 164 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 19 პირი. თვითიზოლაციაშია 1 573 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 002 პირი. გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *