საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 66 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 435 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. თვითიზოლაციაშია 1 374 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 959 პირი. გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *