საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  311 ახალი

შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 13 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 398 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. თვითიზოლაციაშია 1 022 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 936 პირი. გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *