იმერეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 87 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 364 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 1119 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 635 პირი. გარდაიცვალა 24 პაციენტი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.
| Print |