საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 656 ახალი

შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 55 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 343 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 151 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 პირი. თვითიზოლაციაშია 1 060 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 861 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *