საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 57 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 338 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 146 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. თვითიზოლაციაშია 1 087 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 614 პირი. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *