საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 130 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 395 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 150 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. თვითიზოლაციაშია 896 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 531 პირი. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *