საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა

დადასტურდა, აქედან იმერეთში 37 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 421 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 150 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8 პირი. თვითიზოლაციაშია 1 036 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 713 პირი. გარდაიცვალა 16 პაციენტი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *