საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია

იწყება.  
“pfizer”
-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ქუთაისში ვაქცინაციის ჩატარება “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში” იქნება შესაძლებელი.

მსურველებს “pfizer”-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

“ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

“pfizer”-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *