საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 398 ახალი

შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 115 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 431 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 162 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 7 პირი. თვითიზოლაციაშია 1 086 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 164 პირი. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *