კორონავირუსის  848 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 46 დადასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 46 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და კახეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 535 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 175 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 423 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 231 პირი. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.
| Print |