საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 415 ახალი

შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 147 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 537 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 198 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 382 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 943 პირი. გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *