საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 196 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 593 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 205 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 1 564 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 082 პირი. გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *