ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა,

სადაც აცრის გაკეთება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მსურველებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამ დროისთვის 40-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ჩვენ ვესაუბრეთ პაციენტებს, რომლებაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. Როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრის შემდეგ თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობენ და სხვებსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

 

,,თავს კარგად ვგრძნობ. აცრის  შემდეგ ნახევარი საათი უნდა მოვიცადოთ, რომ რამე უკუჩვენება არ გამოვლინდეს. ველოდები ნახევარი საათის გასლას. ვფიქრობ, აცრა აუცილებელია და ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ვიყოთ დაცულები. ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას და მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანე,გადავწყვიტე ფაიზერით ამეცრა, რადგან, ვფიქრობ, მას დაცულობა მეტი აქვს და საზღვარგარეთ წასვლისთვისაც ეს ჯობია,’’- ამბობს გვანცა კუბლაშვილი.

ვაქცინის გაკეთებამდე მსურველებს გარკვეული კითხვარის შევსება უწევთ, რითაც ექიმები ადგენენ, რამდენად მზად არის პაციენტი აცრისთვის.

,,ვარკვევთ არის თუ არა ალერგიული პაციენტი. თუ მსუბუქი ალერგია აქვს, მაგალითად, მტვერზე, საკვებზე, ეს აცრას ხელს არ უშლის. Არის შემთხვევები, როცა აქვს პაციენტს მძიმე ალერგიული რეაქცია, რაშიც შედის: ანაფილაქსია, შოკი, ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება, რომელიც რომელიმე მედიკამენტმა გამოიწვია. Ამ შემთხვევაში სინოფარმით არ ვაკეთებთ ვაქცინას, თუმცა ფაიზერით კეთდება, რადგან აქ უკუჩვენება მინიმუმადეა დაყვანილი. ქრონიკული დაავადებებიანები იცრებინ, ოღონდ გამწვავების ფაზაში არა,’’-ამბობს ექიმი ნატო როხვაძე.


Რაც შეეხება იმას, რომელ ვაქცინას ანიჭებენ მოქალაქეები უპირატესობას, დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, სინოფარმსა და ფაიზერზე მოთხოვნა თითქმის თანაბარია, თუმცა თავიდან მეტი მოთხოვნა სინოფარმზე იყო.

იმერეთის მასშტაბით კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 24 აგვისტოს, ზესტაფონში გაიხსნება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *