ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა: 5021 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 58 პაციენტი.


 

25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის — 9,52%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 10,84%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 10,57%.

იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონის 12  მუნიციპალიტეტის არსებულ კოვიდ კლინიკებში 1 102 პაციენტია მოთავსებული.

ამ ეტაპზე იმერეთში მძიმე პაციენტად 3353 პირი ითვლება, მართვით სუნთქვაზე 26 ადამიანი იმყოფება.
იმერეთში, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში  4 762 პირი იმყოფება.

რეგიონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები ქუთაისსა და ზესტაფონში ფუნქციონირებს. მოსახლეობას ვაქცინაცია წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლია. ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტების მერია უზრუნველყოფს.

| Print |