ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო.
მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე აიცრას.

იმუნიზაციის პროცესში  მოქალაქეები დილიდან ჩაერთნენ.

ამცრელი ბრიგადები დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ აიცრან ფაიზერის, სინოფარმისა და სონოვაკის ვაქცინებით.  სინოფარმის აცრა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება.

2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება სინოფარმის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში ფუნქციონირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *