ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ  79 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა – 423, იმერეთი – 608, ქვემო ქართლი – 244, შიდა ქართლი – 364, გურია – 146, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405, კახეთი – 438, მცხეთა-მთიანეთი – 159, სამცხე-ჯავახეთი – 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *