იმერეთში კორონავირუსი 375 ადამიანს დაუდასტურდა.

3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952, ხოლო გარდაიცვალა — 86 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

• თბილისი — 1 202;
• აჭარა — 282;
• იმერეთი — 375;
• ქვემო ქართლი — 188;
• შიდა ქართლი — 213;
• გურია — 84;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი — 237;
• კახეთი — 289;
• მცხეთა-მთიანეთი — 72;
• სამცხე-ჯავახეთი — 69;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 23.

3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის — 8,34%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 9,72%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 8,98%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782, საიდანაც 7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 577, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 385.
2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 111 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 41 826.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *