ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთით ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” დაიბადნენ.

ახალშობილების მდგომარეობის შესახებ “ფორმულას” ეთერში რეანიმაციული განყოფილების ექიმმა, მარინა ბარათაშვილმა ისაუბრა.

ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. როგორც ექიმი ამბობს, ბავშვები კოვიდინფიცირებული არიან და მდგომარეობა მძიმეა.

“ახალშობილებს ჩაუტარდათ პისიარკვლევები კოვიდინფექციის დასადასტურებლად, ორივე ტყუპი აღმოჩნდა თანდაყოლილი კოვიდინფიცირებული. ამჟამად ორივე ტყუპის ზოგადი მდგომარეობა რჩება უმძიმესი, გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, მაღალსიხშირიანი ოფციით.
ჩვენი გუნდის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მათი სიცოცხლე შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ.
ამ ბრძოლის შედეგები როგორი იქნება, მხოლოდ დრო გვაჩვენებს”, – ამბობს ექიმი.

ბავშვები 19 აგვისტოს გაჩნდნენ. ახალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა ქუთაისიდან თბილისში გადაიყვანა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *