“სერიოზულად უნდა აღვიქვათ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს” – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი კორონა ვირუსის ახალ შტამზე.

COVID -19-ის ახალ, “მიუ” ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. “მიუ” ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა ჩOVID -19-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ამ ვარიანტზე შეერთებულ შტატებში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს,” – ენტონი ფაუჩი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *