ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეპიდვითარების კუთხით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და იმ ადგილებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, შესაძლოა სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდეს.

მინისტრის მოადგილემ ტრანსპორტის აღდგენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდვითარება ტრანსპორტის აღდგენის მხრივაც იმედის მომცემია.

“ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური და პროგნოზულად მე ვფიქრობ, რომ იმედის მომცემია სიტუაცია იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, ქალაქებში და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება.”– ამბობს თამარ გაბუნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *