ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში შაბათს, 11 სექტემბერს,”სინოფარმის” წარმოების 100 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

ამის შესახებ მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს, 8 სექტემბერს ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ვაქცინები საქართველომ “წითელი ჯვრისგან” მიიღო საჩუქრად.

“გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც “სინოფარმის” ვაქცინას ირჩევს. მადლობა მინდა გადავუხადო “წითელ ჯვარს”, რომლისგანაც 100 000 დოზა “სინოფარმის” ვაქცინას შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან “სინოფარმზე” როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია კვლავ განახლდეს. ჩვენ კვლავ ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ვაქცინების საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვრჩებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

ამჟამად ვაქცინაციაზე რეგისტრაციის საიტის თანახმად, “ფაიზერზე” 366 558 ადგილია დარჩენილი, “სინოვაკზე” — 62 619, “ასტრაზენეკაზე” კი — 27 510. რაც შეეხება “სინოფარმს”, ახალი დოზების შემოსვლამდე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *