კოვიდინფიცირებული ტყუპები კლინიკა ,,ბომონდში" გარდაიცვალნენ

კოვიდინფიცირებული ტყუპები, რომლებიც ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში" მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ახალშობილები 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. ორივე მათგანს კოვიდ 19 დაუდასტურდა და აპარატზე გადაიყვანეს. ტყუპები სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

ახალშობილების დედის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა. ის 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

| Print |