ადეიშვილის თვალის კლინიკების ფილიალებში, იმერეთის მასშტაბით პაციენტებს უფასო გამოკვლევები უტარდებათ.

პროექტი იმერეთის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. ქუთაისის ადეიშვილის კლინიკის ფილიალში დღეს გამოკვლევა როგორც ქუთაისელმა, ასევე წყალტუბოში მცოვრებმა ბენეფიციარებმა ჩაიტარეს.

,,ჩამოვედი წყალტუბოდან, დიდი ხანია თვალზე პრობლემები მაქვს, საკუთარი ხარჯებით მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამას დამატებული ტრანსპორტირება. ეს პროექტი დიდი შეღავათია ჩვენთვის,”-ამბობს მარინა ჩიხლაძე.

,,იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი ჩართულია ამ პროექტში, რომ ადამიანებს დაუფინანსდეთ გამოკვლევები. პროექტი სულ რამდენიმე კვირის დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ აქვს იმის საშუალება,რომ მკურნალობა თავად დაიფინანსოს,”-ამბობს ადეიშვილის თვალის კლინიკების ქსელის დამფუძნებელი, ლევან ადეიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *