12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 623, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი.

თბილისის შემდეგ, იმერეთში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – 1060 შემთხვევა გამოვლინდა. 

დღიურად ჩატარებული ტესტის რაოდენობაა 47 723.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იმატებს და შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს:

“კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია”, – ამბობს ცერცვაძე.

სპეციალისტები ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. მედიკოსების განმარტებით რთული ვითარების განმუხტვა მხოლოდ მოსახლეობის სრული იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *