კამპანია ,,იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!“ მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას.

ჰეპატიტების გარეშე მომავალის მიღწევა შესაძლებელია ერთიანი ძალისხმევით! ,,იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!“ ტესტირება აუცილებელია, რადგან დროული ჩარევის შემთხვევაში C ჰეპატიტი განკურნებადია. #ჩაიტარე ტესტირება! #გაიგე დიაგნოზი! # იმკურნალე! ბოლო წლებში საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 50 ათასამდე პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 50 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 % -მა თავი დააღწია C ჰეპატიტს. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან 20 თვის თავზე, დაავადებულთა მხოლოდ 20% ჩაერთო პროგრამაში. 2016 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში კი, პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. ხოლო პროგრამის ფარგლებში ქვეყანამ 2020 წლისათვის C ჰეპატიტის ელიმინაცია უნდა მოეხდინა. 2015 წლის პოპულაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში 150 ათასი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.თვისობრივად ელიმინაციის პროგრამა გულისხმობს ამ ადამიანების მკურნალობას, რამაც სხვა პრევენციულ ინტერვენციებთან ერთად უნდა მოახდინოს C ჰეპატიტის გავრცელების მინიმუმადე დაყვანა და ელიმინაცია. 100 000-მდე ადამიანი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება სხვადასხვა მიზეზებისა და ბარიერების გამო არ არის ჩართული ელიმინაციის პროგრამაში. აღნიშნული ბარიერები ძირითადად უკავშირდებოდა საკვანძო საკითხს: ფინანსურ ხელმისაწვდომობას, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების შემთხვევაში კრიმინალიზაციას. აღნიშნული ბარიერები წარმოადგენენ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ არ მიუწვდებოდა 100 000 ადამიანს ხელი მკურნალობაზე. ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიის დროს. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული ჰეპატიტი ან ღვიძლის დაავადების შორსწასული ფორმა ან განიკურნა C ჰეპატიტისგან, მაგრამ აქვს დაავადების შემდგომი გართულებები, ის შესაძლოა იმყოფებოდეს COVID-19-ის გართულებების გაზრდილი რისკის ქვეშ!

სექტემბერში საქართველოს და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო С ჰეპატიტის მე 8 ე ეროვნული სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდა 2021 – 25 წლის ელიმინაციის სტრატეგიის დამტკიცება, მიღებული გაკვეთილებისა და საჭიროებების განხილვა. ნიშანდობლივია, რომ სტრატეგიაში, ასევე მთავარი საკითხიიყოB ჰეპატიტის პრევენციის და მკურნალობის მიმართულება.. კონფერენციაზე მომაწილეობას იღედა ჩარლზ ვიტეკი აშშ ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი. ფეიჯ ამსტრონგი, აშშ დაავადებათა კომტროლისა და პრევენციის ცენტრი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამ დრომდე C ჰეპატისგან სრულად განიკურნა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა 50 000 ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. თუმცა, ორჯერ მეტი ადამიანი გამოსავლენი და სამკურნალოა. უნდა აღინიშნოს, რომ ელიმინაციის პროგრამა მუდმივი ვერ იქნება.. ამიტომ ვისარგებლოთ ამ უნიკალური შესაძლებლობით ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად! დიაგნოსტიკური კვლევები, ისევე როგორც ძვირადღირებული პრეპარატით მკურნალობა უფასოა. განკურნების ალბათობა 99% ია.

იხ: https://www.facebook.com/hepatitiscgeorgia C ჰეპატიტი • Hepatitis C Health & Wellness Website

სამუშაო საათებში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი: 1. კოსტავას ქ. 46/50, ტელ: 2 91 17 01, ,,ახალი გზა” 2. ჩუბინაშვილის ქ.#75, ტელ 2 96 48 78, ,,ჰეპა+’’ 3. წინამძღვრიშვილის 110, ტელ: 2 18 12 21, ,,ახალი ვექტორი” 4. გამრეკელის 10, სადარბაზო 2, ბინა 79 (კოდი79 ), ,,აკესო” რუსთავი კოსტავას ქ.8, ბ.#2, ტელ: 03 41 25 73 27, ..ახალი ვექტორი”

ქუთაისი პუშკინის ქ. №10, ტელ: 04 31 25 13 71, ,,ახალი გზა” სამტრედია ჭავჭავაძისქ. 52, ტელ: 0411 22 90 45, ,,ახალი გზა”

ზუგდიდი პეტრე უბერის ქ. №1, ტელ: 0415 25 40 10, ,,ქსენონი”

ფოთი ბ.კოკაიას №39, ტელ: 0493 25 09 69; 0493 27 23 63, ,,ორდუ”

ბათუმი გორგილაძის №66, ბ №51 ტელ 0422 27 18 91, ,,იმედი”

ოზურგეთი 26 მაისის ქ #11 ,,ფენიქსი 2009”

ახალციხე კოსტავას 109, ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება”

გორი ბესიკის ქუჩა №3/6, ტელ: 0370 27 01 72, ,,ნაბიჯი მომავლისკენ”

ბორჯომი გიორგი სააკაძის 2, ,,ნაბიჯი მომავლისკენ”

თელავი ნინოშვილის ქუჩა №39, ტელ: 0350 23 24 87, ,,ნაბიჯი მომავლისკენ”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *