„ტალღა არის ამ ეტაპისთვის დაღმავალი“-ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტში ექიმებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, მედიასთან განაცხადა, რომ კოვიდ პანდემის ამ ეტაპზე არსებული მეოთხე ტალღა დაღმავალია და ჯერ მეხუთე ტალღის გავრცელებაზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ ვარკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფცოენტის ე.წ. RT-ს შემცირებას, რომელიც დღეს-დღეობით უკვე 1.03-ია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემდგომ დღეებშ მოხდება ინფექციის კლება. მეოთხე ტალღა არის დაღმავალი და ჯერ მეხუთე ტალღაე საუბარი ნაადრევია“.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, მოსახლეობის გარკვეული ჯგიფებისთვის მაინც, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სავალდებულოობა ჯერ აუცილებელი არ არის.

„უნდა მოხდეს კომუნიკაცია რომ ჩვენ მოვახდინოთ მაქსიმალური ახსნა-განმარტება მოსახლეობის თითოეული რგოლისთის, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, მოვახდინოთ მათი წახალისება, ვაქცინაციისთვის და თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია“,-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ტალღა არის ამ ეტაპისთვის დაღმავალი“-ეკატერინე ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ქუთაისში საერთოაშორისო უნივერსიტეტში ექიმებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, მედიასთან განაცხადა, რომ კოვიდ პანდემის ამ ეტაპზე არსებული მეოთხე ტალღა დაღმავალია და ჯერ მეხუთე ტალღის გავრცელებაზე საუბარი ნაადრევია. „ჩვენ ვარკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფცოენტის ე.წ. RT-ს შემცირებას, რომელიც დღეს-დღეობით უკვე 1.03-ია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემდგომ დღეებშ მოხდება ინფექციის კლება. მეოთხე ტალღა არის დაღმავალი და ჯერ მეხუთე ტალღაე საუბარი ნაადრევია“. ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, მოსახლეობის გარკვეული ჯგიფებისთვის მაინც, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სავალდებულოობა ჯერ აუცილებელი არ არის. „უნდა მოხდეს კომუნიკაცია რომ ჩვენ მოვახდინოთ მაქსიმალური ახსნა-განმარტება მოსახლეობის თითოეული რგოლისთის, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, მოვახდინოთ მათი წახალისება, ვაქცინაციისთვის და თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია“,-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *