ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ქალი კორონავირუსის გართულებული ფორმით ზუგდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, პაციენტი “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკაში ამბობენ, რომ  სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქალს საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *