განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისკენ,

– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის პროცესს ვაქცინაციის გარდა ვერაფერი შეაჩერებს და საჭიროა, მოსახლეობას სისტემატურად მოვუწოდოთ აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია. მისივე თქმით, მობილობა ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *