სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.


კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტი 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, 14:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,  ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

 

მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების და გადარჩენის ერთადერთი გზაა.


„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში.


მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში.


კამპანიის გზავნილია - ავიცრათ ერთმანეთისთვის, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.


კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, ვაკის პარკში  შეიკრიბებიან  და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. აქციის ფარგლებში, სტუდენტები მოსახლეობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომიმართვებს, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებულ სამოტივაციო მესიჯებს, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათერთმანეთისთვის სლოგანით გაავრცელებენ.


აქციის ბოლოს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები  სხვა უნივერსიტეტებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ და გამოწვევის პრინციპით შემდეგ მონაწილე უნივერსიტეტს დაასახელებენ.


აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.


„კამპანია  - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ,  იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“,  -
აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.


აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.

დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.

11:41 / 02.12.2021

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მოსახლეობის ჯანმრთელობას.
11:41 / 02.12.2021

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მოსახლეობის ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.
10:55 / 02.12.2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
სააკაშვილი: მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო
15:47 / 02.12.2021


მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქლაქო სასამართლოში "პიჯაკების საქმეზე" გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ყვარელში

სააკაშვილი:  ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი
15:35 / 02.12.2021


საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო პროცესს დაესწრება
10:20 / 02.12.2021


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამრთლო პროცესი გაიმრთება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში
23:19 / 01.12.2021
პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.