29 ნოემბერს, იმერეთში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


29 ნოემბერს, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.


ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: იმერეთში - 313 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთში - 1 423 ადამიანი მკურნალობს სავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 728 პირი, მათ შორის,იმერეთში - 35.


ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 068 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 455 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%,
ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%


 

| Print |