დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების “ბუსტერი” დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 039 მოქალაქეა აცრილი.

გამყრელიძის თქმით საქართველოში “ბუსტერი” მეორე აცრიდან 6 თვის შედეგ კეთდება, თუმცა, არის გამონაკლისიც, სინოფარმითა და სინოვაკით აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

“ბუსტერ” დოზის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით, გამყრელიძეს მაგალითად ბრიტანეთი მოჰყავს, მისი თქმით , ბრიტანეთის მარეგულირებელმა ” ბუსტერის” დოზა ვადა 3 თვემდე შეამცირა. 

“ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის“ ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს.

ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *