“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის ნაკლები მიმზიდველობისთვის, სიგარეტის ყველა შეფუთვა სტანდარტიზებულია, რაც გულისხმობს, ყველა კოლოფის ერთფეროვან შეფუთვას. აღნიშნული რეგულაცია  საქართველოში ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შემოღებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

„მსოფლიოს უკვე 19 ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი, მომხმარებლისთვის ნაკლებ მიმზიდველობის მიზნით, სადა, ანუ სტანდარტიზებული – ყველა კოლოფი ერთფეროვანი იქნება, თუმცა მასზე დატანილი იქნება ბრენდის სახელწოდება და ქვესახეობა შეფუთვით იყიდება. ეს ნორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება კიდევ 10 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, სადაც თამბაქოს სადა შეფუთვით რეალიზაცია ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო.

ინდუსტრია მთავრობისაგან აღნიშნული ნორმის გადავადებას ითხოვს. არგუმენტები ამჯერადაც უსაფუძვლოა. ამბობენ რომ ტექნიკური რეგლამენტი არ დამტკიცებულა და ახალი დიზაინით კოლოფების დამზადებას ვერ მოასწრებენ. მაშინ როცა რეგლამენტი ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა. ამჟამად განახლებული დოკუმენტი შეთანხმების პროცესშია, რომელსაც დროის გაყვანის ტაქტიკით აფერხებს თამბაქოს ინდუსტრია და ახალ, მოთხოვნებსაც აყენებს.
მაშინ როდესაც საქართველოს მცირე ბაზრისთვის ახალი დიზაინის კოლოფები მაქსიმუმ 2-3 თვეში შესაძლებელია დამზადდეს”,- “თამბაქოს კონტროლის ალიანსი”

ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს, უახლოეს დღეებში დაასრულოს ტექნიკური რეგლამენტის ტექტსტზე მუშაობა და შეწყვიტოს კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან. ამასთანავე, მათ მოთხოვნებშია: საქართველოს მთავრობამ უახლოეს სხდომაზე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი და აცნობოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანოზაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას. 

” ამიტომ მოვითხოვთ:

1. ჯანდაცვის სამინისტრომ, უახლოეს დღეებში დაასრულოს ტექნიკური რეგლამენტის ტექსტზე მუშაობა და შეწყვიტოს ყოველგვარი კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან და შესაბამისად, არ გაითვალისწინოს ინდუსტრიის არანაირი წინადადება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
2. საქართველოს მთავრობამ უახლოეს სხდომაზე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი და ამის შესახებ აცნობოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანოზაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს”, – ნათქვამია “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *