საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 033 455 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.2%-ია.

9 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 276 478 აცრა, სულ მცირე 1 დოზით კი ვაქცინირებულია 1 217 674 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.9%.

ასევე, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 24 621 ადამიანს, ხოლო 8 დეკემბერს აიცრა 10 660 ადამიანი.

რეგიონების გეოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციის კუთხით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში აიცრა – 3 842; იმერეთში – 1 371; ქვემო ქართლში – 1 083; აჭარაში – 895; კახეთში – 811; გურიაში – 476; შიდა ქართლში – 412; სამცხე-ჯავახეთში – 350; მცხეთა-მთიანეთში – 150; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 73.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *