ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 123 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 215 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევებიდან იმერეთში  481 დადასტურდა.

იმერეთში, საავადმყოფოებში  კორონავირუსით ინფიცირებული 1 253 ადამიანი მკურნალობს. აქედან მძიმე პაციენტია 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 33 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.86%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *