"ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანას აქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა 31 მარტს გადის.
სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინების ვადა კი 2023 წლის ივნის-ივლისამდეა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-თან დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის ბავშვების დოზებზეც. 

"ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს დანარჩენი კიდევ დაახლოებით მილიონ-ნახევრამდე Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებსაც ვადა აქვს 2023 წლის შუა რიცხვებამდე, ივნის-ივლისამდე. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, დიდი ხანია მიმდინარეობს Pfizer-თან მოლაპარაკება ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, არის საუბარი ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ 5-დან 11 წლამდე დოზები განსხვავდება 12 წელს ზემოთ დოზებისგან. ასევე, საუბარია, რომ თუ Pfizer-ს ექნა უკვე მარტის ბოლოსთვის ომიკრონის შტამის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს აქვს ამაზე განაცხადი გაკეთებული", — თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 45% ომიკრონია. მისივე თქმით, ლაბორატორიულად გამოვლენილია 951 შემთხვევა. როგორც მან აღნიშნა, ბუსტერი არის ომიკრონის შტამის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი და Pfizer-ის ბუსტერ დოზის შემთხვევაში 70-80%-ით მცირდება ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია
გაიმართა სახელწოდებით ,,
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები
ოფთალმოლოგიაში
16:57 / 15.06.2022

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”,
ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის
მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და
მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.
15:00 / 27.05.2022
საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.
დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
„მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად
მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ
დგას.
11:40 / 25.05.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს
27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
11:33 / 30.05.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
,,ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’-ირაკლი კობახიძე
17:32 / 24.06.2022
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
,,საქართველო იმუშავებს დეოლიგარქიზაციისთვის’’ -ირაკლი ღარიბაშვილი
17:10 / 24.06.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
,,მარგველაშვილის წერილში ნათქვამია, ჩემი მახინჯი გოგო ცოლად მოიყვანეო’’-ირაკლი კობახიძე
15:17 / 22.06.2022
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
  ,,საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება სერიოზული არგუმენტი იქნება’’-გიორგი მარგველაშვილი
11:56 / 22.06.2022
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 25 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
სოხუმი 19 - 26 °C
img
ფოთი 20 - 24 °C
img
თელავი 17 - 30 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 14 - 27 °C
img