საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 8 545 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდს 43 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა – 1 184, იმერეთი – 859,

ქვემო ქართლი – 302, შიდა ქართლი – 429, გურია – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289,

კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 63 605, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 350, PCR ტესტით – 30 255
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო 7 დღის – 10,93%.

სულ აცრილია – 2 632 527, დღიურად აცრილია – 9 340.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *